რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურ ბრიფინგზე ეკა ბესელიას განცხადებას უპასუხა, რომელშიც უმრავლესობის წევრმა გვარამია საკონსტიტუციოს სასმართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში დაადანაშაულა.
“რა შუაშია პოლიტიკაში ჩართვა, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული კუნძული ეს არის საკონსტიტუციო სასამრთლო. საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკაში ქალბატონი ბესელია რთავს, რომელიც მის წინააღმდეგ კანონებს იღებს, თან პოლიტიკურად მოტივირებულ კანონებს, რომელიც ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავასთან, რომელმაც არ უარყო. არ შეიძლება რომ მას ჰქონდეს კომუნიკაცია. ახსოვდეს ქალბატონ ბესელიასაც და წულუკიანსაც, რომ იუსტიციის სამინისტროში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ, რომელსაც ყურები და თვალები აქვს, ისმენენ ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში, “მერაბ გამარჯობა ყელაფერი წესრიგშია კოლეგიაში, თეას ახლა აინტერესებს რა ხდება საკონსტიტუციოში,” ამას თავის ყურით ისმენენ, მათ შორის ტუალეტის კაბინებიდან ნათქვამსაც,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.