ზურაბ შარია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს. ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფმა განცხადება დღეს დაწერა. მათ ზურაბ შარია ვაკის მეორე მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს.
ერთი თვის განმავლობაში მაჟორიტარობის მსურველმა რაიონის ამომრჩეველთა 1 პროცენტი, ანუ 416 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, რის შემდეგაც ზურაბ შარიას ოფიციალურად შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა.
კომენტარები