თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 15:30 საათზეა ჩანიშნული.
ზურაბ ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.
კომენტარები