თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ნორაკიძე ისანი-სამგორის რაიონულ პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გამოკითხვა იმ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა და სადაც ნათქვამია, რომ ცესკო-ში წარსადგენად, ელისაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ. ვიდეოს ავტორის თქმით, ხელმოწერების შეგროვებაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ ჩართულები.
ელისაშვილის შტაბის ხელმძღვქნელის ივანე ნორაკიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ განაცხადი შეიტანეს პოლიციში, სამართალდამცავი უწყებიდან ოპერატიულად გამოეხმაურნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. ის მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ამომრჩევლის მოტყუების და მისი ნების გამოვლინებაში ხელის შეშლის მუხლით.