ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.
“მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი.
კომენტარები