შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით მთლიანი ზონის საკონტროლო შემოფრენა მოხდა. მინისტრის ინფორმაციით, ავიაცია რჩება ადგილზე, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოები შეწყვეტილი აქვთ საჭიროების არარსებობის გამო.
“ჩვენ მოვახდინეთ საკონტროლო შემოფრენა მთლიანი ზონის, სადაც ხანძრის კერები იყო, მინდა გითხრათ, რომ დაკვამლიანებაც აღარ არის ტერიტორიაზე, ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები სრულად ლიკვიდაციისთვის. ასევე ცოცხალი ძალა გადასულია გარკვეულ ზონებში ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე, ეფექტურად იმუშავა ავიაციამ ცოცხალ ძალასთან ერთად და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთელ ზონაში, სადაც ხანძარი იყო, სრულად ლოკალიზება გვაქვს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
