გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ბოლო დღეებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა.
„იმის ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სტიქიასთან ბრძოლა ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გამოყენებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით ხდება, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებს“, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
19-31 აგვისტოს მონაცემებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 123 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, 23 მ3 მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 7 მ3 საშეშე მერქანი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა
01.09.2017 12:04:47
ნანახია: 1204 ჯერ
