„ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით კურიერის მიერ მოპოვებული აუდიომასალით ირკვევა რომ დაკავებამდე 2 დღით ადრე დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს ტარას შავშიშვილს დაუკავშირდა და მას არჩილ გამზარდიას ფეისბუკსტატუსით დაინტერესება სთხოვა, რომელშიც პატრიარქის მკვლელობაზე იყო საუბარი. ჩანაწერიდან ჩანს რომ მამალაძე ითხოვს გამზარდია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოში დაიბარონ და ამ ფაქტით გამოძიება დაინტერესდეს. დეკანოზი ამ საქმეს პროვოკაციად აფასებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ დეკანოზი მოწადინებული იყო რომ საპატრიარქოს დაცვის სამსახურს მასზე ზეწოლა მოეხდინა:
„ეს იყო მამა გიორგის მოწადინება, რომ ჩემზე დაცვის სამსახურის უფროსს მოეხდინა ფიზიკური ან მორალური ზეწოლა. რატომ უნდა მოეხდინა, ეს ახლა ვარიაცეების თემაა თუ რატომ არ მოსწონდა მამა გიორგის რომ მე ჩემს მოსაზრებებს გამოვხატავდი“- განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
