დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. ამის შესახენ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
კომენტარები
