ზუგდიდში „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს. ცივი იარაღით შეარაღებული პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე „ნიკორას“ ქსელის ერთ-ერთი მაღაზიაში შეიჭრა და მოლარეს თანხა გამოსძალა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა გაიტაცა თავდამსხმელმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. დამნაშავის დასაკევებლად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
კომენტარები