ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ფეხსაცმელები ქართველი მეხანძრე–მაშველებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ბ–ნ კახა ცერცვაძეს გადასცა.
ცეცხლგამძლე ფეხსაცემელები ქართველ მეხანძრე-მაშველებს აშშ-ის საელჩომაც გადასცა. აშშ-მა ქართველ მაშველებს 65 000 ლარის ღირებულების 500 წყვილი ფეხსაცმელი გადასცა.
კომენტარები
