ორთაჭალაში, აბანოთუბანთან, პოლიციაა მობილიზებული. მსუბუქ ავტომობილში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.წინასწარი ინფორმაციით მამაკაცი მოკლულია. “ტოიოტას” მარკის ავტომობილს კი სადაც ცხედარი იპოვეს ნატყვიარი ეტყობა.
არსებული ინფორმაციით მოკლული აზერბაიჯანელია და კრიმინალური წარსული აქვს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები
