შემაძრწუნებელია თითოეული იმ წუთის გახსენება, რაც 13 ივნისს ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც 13 ივნისის სტიქია გაიხსენა.
“შემაძრწუნებელია თითოეული იმ წუთის გახსენება, რაც ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში შარშან. თუმცა, გვანუგეშებს იმ კონსოლიდაციის გახსენება და გადარჩენილი სიცოცხლეები, რაც ადამიანების სიცოცხლის გაწირვის შედეგად მოხერხდა. ჩვენი ახალგაზრდობის კონსოლიდაცია იმ დღეებში ისტორიული იყო. მადლობის თქმა უადგილოა, ალბათ უბრალოდ აღფრთოვანება უნდა გამოვხატოთ იმ ახალგზარდა თაობის თითოეული წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა. თუმცა, როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, სულ ეს კითხვა გიჩნდება – მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში? თუმცა, ნამდვილად გამამხნევებელია ჩვენთვის იმ კონსოლდიაციის შეგრძნების გახსენებაც კი“, – განაცხადა პრემიერმა.