უცნობი შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ ამარილოს სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ლიკვიდირებულია.
CNN-ის ინფორმაციით, მძევლები ამ დროისთვის უსაფრთხოდ იმყოფებიან.
ინციდენტი მაღაზია “ვოლმარტში” მოხდა. თავდამსხმელს მაღაზიის ორი თანამშრომელი მძევლად ერთი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი ასევე “ვოლმარტში” მუშაობდა. მისი მოტივები უცნობია.
ამჟამად ადგილზე გამომძებლები მუშაობენ.
კომენტარები