ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჟურნალისტებზე გაცემული აკრედიტაციების თემა საპარლამენტოს მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც აქტუალური გახდა. ნეტგაზეთში დღეს სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ორი მედია საშუალება შეიქმნა, რომელთაც ჯამში აკრედიტაცია 3 183 ჟურნალისტზე მიიღეს.
მათგან ერთის დამფუძნებლის სახელი ევროპულ საქართველოს, მეორე კი – თავისუფალ ზონას უკვაშირდება. ეს პრაქტიკა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დროს გამოიყენა, მაშინ ჟურნალისტის როლი ნიკა რურუას ძმამაც კი მოირგო.
კომენტარები