ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 477 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 139 იყო, თავი კი 50-მა დეპუტატმა შეიკავა.
შენგენში შესვლის წესები სასწრაფო განახლებას ითხოვს უსაფრთხოების სფეროში გაჩენილი პრობლემებისა და ბოლო წლებში მოგზაურთა ნაკადის გაზრდის გამო“, – განაცხადეს ევროპარლამენტში.
ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის – 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები არიან.
სავარაუდოდ, აღნიშნული რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება.