საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, როგორ და რა ვადებში განიხილავს უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას, მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენციაა.
მინისტრის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი დოკუმენტაცია ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების მყარ საფუძველს ქმნის.
„ყველანაირი დოკუმენტაცია და მოთხოვნები არის გადაგზავნილი. როგორც იცით, 2014-2015 წლებში უარი შემოვიდა ჩვენს მოთხოვნებზე. ბოლოს მოთხოვნილ იქნა კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ კვლავ ძალაში იყო ჩვენი ექსტრადიციის მოთხოვნა, რაც რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, მაგრამ ამ დღეებში რაიმე სიახლე არ ყოფილა. ჩვენს მოთხოვნას როგორ განიხილავს უკრაინული მხარე, რა ვადებში და რა მეთოდით, ეს არის მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა მის დასაკავებლად და შემდგომში საქართველოში ექსტრადირებისთვის დოკუმენტებს ამზადებს.
როდის მოხდება სააკაშვილის ექსტრადირება
2017/10/30 19:08:50
კომენტარები
ნანახია: 1639 ჯერ