”ქართული ოცნება” თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც საოლქო კომისიაში ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა პეტრე ქიტესაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, თიანეთში მე-2, მე-13, მე-15 და მე-18 უბნებზე 6 ბიულეტენი დაიკარგა, რასაც ქიტესაშვილის თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
”ქართული ოცნების” წარმომადგენლის თქმით, მიღებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი თიანეთში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
”ჩვენი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახდა 50%-იანი ბარიერი. ვინაიდან თამაზ მეჭიაურს საბოლოო მონაცემებით 1 ხმით მეტი აქვს, დაკარგული 6 ბიულეტენი იმოქმედებს შედეგზე. საოლქო კომისიაში ჩვენს პოზიციას კომისიის სამი წევრი დაეთანხმა. ჩვენს პრეტენზიას არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა კომისიის თავმჯდომარემ და ჩვენ შედეგს გავასაჩივრებთ სასამართლოში”, – განაცხადა პეტრე ქიტესაშვილმა.