საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, ერთგვარი სიგნალია ინვესტორებისთვის.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგში 16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადანაცვლება ნიშნავს, იმას, რომ საკანონმდებლო გარემო, საგადასახადო სისტემები, მმართველობა და სიანვესტიციო პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
„ ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის, მეტი ინვესტირება მოახდინონ საქართველოში და თავისი ბიზნესი გადმოიტანონ. რეიტინგი შედგენილია მრავალკომპონენტიანი შეფასებით. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი შეფასება შემდეგ კომპონენტებში – ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა და რეგულაციები; აქციონერთა უფლებების დაცვა, ელექტროსისტემის და ენერგეტიკის სისტემის მზაობა და თანამედროვე სტანდარტი; ბიზნესისადმი კეთილგანწყობა, ბიზნეისის დაწყების შესაძლებლობა და კონტრაქტების აღსრულების ხარსიხი, რაც სახელმწიფო სერვისების და სასმართლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე მითუთებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კომპონენტში მაღალი შეფასება გავაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის ლიდერი ქვეყანა გახდა.
კომენტარები