პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გამართულ სამ კონცერტზე თითქმის 75 000 ბილეთი გაიყიდა. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტი თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. აღნიშნული პროექტისთვის სარეზერვო ფონდიდან 28 მილიონი ლარი გამოიყო. ფესტივალების რაოდენობა კი, 40-ს აჭარბებს.
მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, პროექტის შუალედურ ანალიზზე კულტურის სამინისტროსთან ერთად უკვე მუშაობს ტურიზმის ტეპარტამენტი.
”თითქმის 75 000 ბილეთი გაიყიდა სამ კონცერტზე. სამ მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა. ტრანზაქციები 52 სხვადასხვა ქვეყნიდან დაფიქსირდა. გაყიდვების თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური ქვეყნებია ჩვენი მეზობელი ქვეყნები რუსეთის ჩათვლით, ასევე გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისრაელი. გარდა გაყიდული ბილეთებისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ კერძო სექტორთან, კომპანიებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ პროექტს. 20-ზე მეტი კომპანიაა, საიდანაც დაახლოებით, 6,5 მლნ ლარი შეგროვდა. აკუმულირებული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილებაა, ასევე, თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა და დაგვასწრო გამოცხადება, რომ ფონდმა ”ქართუმ” ამ პროექტის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. შეთანხმების გაფორმების პროცესში ვართ და ჩვენ ფონდ ”ქართუდან” დაახლოებით, 20 მილიონ ლარს მივიღებთ”, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
Check in Georgia-ს ფარგლებში გამართულ სამ კონცერტზე თითქმის 75 000 ბილეთი გაიყიდა
2016/06/17 12:18:30
კომენტარები
ნანახია: 1822 ჯერ