სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც აპრიორში წაგებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სააკაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ადვოკატების აცილება მოითხოვა.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, სააკაშვილისგან სხვა გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო.
„სააკაშვილმა ადვოკატები იმ საქმეს განარიდა, რომელიც აპრიორში წაგებულია. გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ეს თითქოს პიჯაკებს ეხება, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მის მიმართ სერიოზული ბრალდებებია წაყენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები