9 წელი „მიშა მაგარიას” ამღერებდით ნახევარ საქართველოს და ვინც არ მღეროდა ციხეში იჯდა, – ამ სიტყვებით „ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ „ევროპული საქართველოს” წევრს გოკა გაბაშვილს გადაცემა „რეაქციაში” მიმართა.
„თქვენ იწყებთ 9 წელზე საუბარს და რომ გეამაყებათ, გასაგებია! ის 9 წელი „მიშა მაგარიას” ამღერებდით ნახევარ საქართველოს და ვინც არ მღეროდა ციხეში იჯდა… ბატონ გოკას მინდა ვკითხო – მიშა ისევ მაგარია?!” – მიმართა ჯაფარიძემ გაბაშვილს. რაზეც „ევროპული საქართველოს” წევრმა უპასუხა, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 წელის განმავლობაში ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო.
კომენტარები