ასეთი დაძაბული დღის შემდეგ, რაღაც გარკვეულ არსებას, საზიზღრობის ნარევ ჰიბრიდს, ჰქონდა ერთადერთი მიზანი, განეხორციელებინა პროვოკაცია და ეს მეტ-ნაკლებად გამოუვიდა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
„კვირიკაშვილი გამოიყვანეს წყობიდან და მოიქცა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ფიქრობს ღირსებაზეც. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება ნდობის გამოცხადების საკითხში ბარიერი. მე ნამდვილად არ მინდა ისეთი პრემიერ–მინისტრი, რომელიც ყველაფერს ჩაყლაპავს. შესაძლებელია სხვა ფორმით, მაგრამ როდესაც გესაუბრებიან იმ სიტყვებით, ძნელი აღმოჩნდა თავის შეკავება“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
კომენტარები