სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მიიღო.
„ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ ჩვენს წინ შეხვედრებს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გადავლახავთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს – ტერიტორიულ პრობლემებს“, – მიმართა პატრიარქმა სომხეთის პრეზიდენტს.
კომენტარები