სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.სერჟ სარგსიანმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ერის და პირადად ჩემს მაგივრად იმ ლოცვების, იმ პოზიციის გამო, რომელსაც თქვენ ყოველთვის ახმოვანებთ და რომელიც მიმართულია ჩვენი ერების მეგობრობაზე. მე მახსოვს თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენ ჩვეულებრივი მეზობლები არ ვართ, ჩვენ ვართ ძმები, რომლემაც ბევრი ათასწლეული გავიარეთ და მადლობა ღმერთს, ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა არაფერი ისეთი, რასაც შეეძლო ჩრდილი მიეყენებინა ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენ მოვალენი ვართ და ასეც ვიქცევით, ამ ისტორიულ საფუძველზე დავაფუძნოთ დღეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც ვითარდება. გუშინდელი მოლაპარაკებები, დღევანდელი შეხვედრა, მე ვფიქრობ, ამის დადასტურებაა“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.