პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საოპერაციოში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, პაციენტს ჩაუტარდა მოსამზადებელი პროცედურა და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ დაიწყო ოპერაცია.
მისივე ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის შემავალი ერთი ჭრილობა აქვს.
სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.
კომენტარები