ტურიზმის სფეროში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სამაგალითო და წარმატებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტურისტების რაოდენობასთან ერთად, 2017 წელს ტურიზმით მიღებული შემოსავალი რეკორდულია – 7 მილიონზე მეტი ვიზიტორი და 2.8 მილიარდი დოლარი შემოსავალი.
„ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება. კულტურა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უსაფრთხოება, მომსახურების დონე, ტრანსპორტი, სასტუმროები და რესტორნები, კეთილგანწყობა, ადგილობრივი პროდუქცია და სხვა – ტურიზმის წარმატება, ყველა ამ კომპონენტის განვითარებაზე მიუთითებს. 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წელთან შედარებით ეს ციფრი გაუმჯობესებულია თითქმის 1 200 000 ადამიანით. ასევე დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში და 2016 წელს თუ პირველი წელიწადი იყო როცა 2 მილიარდს გადაცდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს დაახლოებით, 2 მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა საქართველოში. 2018 წელს მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიურია“, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
გიორგი ბეგაძე – ტურიზმის სფეროში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სამაგალითო და წარმატებულია
2018/01/06 14:19:50
ნანახია: 1090 ჯერ