არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომა დახურული იქნება. ეს არის წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული შვიდი პირი. მათგან ორ არასრულწლოვანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანარჩენებს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი, ორზე კი ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. 17 წლის მოზარდზე პროკურატურამ მეთვალყურეობა, 21 წლის პირზე კი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
კომენტარები