დღეს სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული პატრულის ყოფილი თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა.
როგორც მოწმემ აღნიშნა, როდესაც ის შემთხვევის დროს ადგილზე მივიდა და მანქანაში მსხდომი პირები შეამოწმა, მათ იარაღი არ ჰქონიათ.
ბაშალეიშვილმა ასევე თავის თავდაპირველ ჩვენებაზე ისაუბრა და თქვა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა იყო ორმხრივი. სწორედ ამ ჩვენებას მოჰყვა ხმაური, მას სოსო რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც სოსო რობაქიძე დარბაზიდან გაიყვანეს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.