ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძის წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
გრიგოლ ბაკურაძე, რომლისთვისაც ბრალდებამ ოჯახური ძალადობის გამო პატიმრობა მოითხოვა, ქუთაისის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მას 22 წლის დეა გოშხეთელიანი ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე თავს 3 იანვარს დაესხა და მას და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.
კომენტარები