წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მამაკაცს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.
რაც შეეხება დაჭრილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები