სოციალურ ქსელში, კლუბ “ბასიანში” ერთ-ერთი დაჭრილის მეუღლე მაია სოფრომაძე-ჟღენტი სტატუს აქვეყნებს:
მეუღლის სტატუსი
„ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება ,” მთავარია გქონდეს ფული რომ არ იყო დაჩაგრული” და თუ ფული თავზე საყრელად გაქ შეგიძლია ადამიანებიც გაწირო . ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ რომ შენ გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა. ეს ჩემი მეუღლეა რომელიც სასწაულებრივად და მადლობა ღმერთს გადარჩა თუმცა პოტენციური მკვლელი ისევ თბილისის ქუჩებში მშვიდად დადის რადგან 30000 გადაიხადა და გაათავისუფლეს . სამი დღეა ჩუმათ ვარ და არაფერი არ მითქვამს ამის შესახებ, რადგან იმედი მქონდა სამართალ დამცველების და მთავრობის თუმცა ეხლა ძაან დაუცველად ვგრძნობ თავს .“-წერს მაია სოფრომაძე ჟღენტი.
კომენტარები