პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნოდ პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება.
აღნიშნული ცვლილებებით, იმ სუბიექტთა წრე ფართოვდება, რომლებსაც უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ. კერძოდ, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო, ან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.
ამასთან, მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა არ იზრდება. ამავე ცვლილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას. კერძოდ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა საინიციატივო ჯგუფის წევრი.
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. დაზუსტდა არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში, გაიწერა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები და საფუძვლები.
”საარჩევნო კოდექსს” დაემატა მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების პროექტის ავტორი პროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.
პარლამენტმა უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებული ინიციატივა დაამტკიცა
2016/06/22 20:16:52
კომენტარები
ნანახია: 1471 ჯერ