გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების საქმეზე დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჭანტურიებოს ოჯახის წევრებს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს.
„დაკავების საფუძველი კი ამ ეტაპზე არსებული მოწმეთა ჩვენებებით და მტკიცებულებებით არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისათვის, ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა.
დღესვე, სამართალდამცავებმა გიორგი ჭანტურიას ავტომანქანა და რუსთავსა და თბილისში საცხოვრებელი სახლები განმეორებით გაჩხრიკეს.
შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს.
იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.
გიორგი ჭანტურიას და მისი ოჯახის წევრებს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს
2018/01/20 20:31:38

ნანახია: 1097 ჯერ