სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მეუღლე ანი ხურცია პირველად გამოკითხეს.
”გამომძიებელმა მკითხა, იცნობდა თუ არა ჩემი მეუღლე სამსონ ქუთათელაძეს და ბოლოს როდის შეხვდა მას და რა ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მეუღლეს ქუთათელაძესთან”, – განაცხადა ანი ხურციამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნა ამოღებული დღეს მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ანი ხურციამ განაცხადა, ის ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს.
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან.
შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.