ჩვენ 12 წლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენზიას ვაცხადებთ, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ლოზანაში ვიზიტზე ისაუბრა, სადაც ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა.
„საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ მთელი ეს პერიოდი. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის დღევანდელ არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცრებას იმ მიმართულებების, თუნდაც ჩავარდნების, რომლებიც ჩვენ გვაქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ 12 წლის შემდეგ დღევანდელი დღიდან საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს საქართველოს მიმართ. ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახებებში ჩართვის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.