რუსთაველის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანაში“ მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მფლობელებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ. მათი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებული არაფერია, რადგან შესასვლელი მინის კარის ჩატეხვის შემდეგ, სიგნალიზაცია ჩაირთო.
კომენტარები