უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან ითხოვენ, რომ უკრაინის რადას უმაღლესს დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება ჩამოერთვას. შესაბამისი პეტიცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული.
“ეს საერთოდ რას ნიშნავს, ბატონო პრეზიდენტო?! და ეს ადამიანი უკრაინის უდიდესი გმირის წოდებას ატარებს?! ათასობით ნამდვილმა გმირმა-მეომარმა თავიანთი სიცოცხლე უკრაინის თავისუფლებას, მომავალს შესწირა და მათ არ მიუღიათ მსგავსი წოდება… და ჩვენ თუ ასეთი გმირები გვყავს, მაშინ სირცხვილი ჩვენ, ბატონო პრეზიდენტო!”, – აღნიშნულია პეტიციაში.
კომენტარები