უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვა რუსეთში გაქცეული უკრაინელი ოლიგარქის სერგეი კურჩენკოს ფინანსურ დახმარებას სთხოვდა და სანაცვლოდ მის წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული საქმეების გამოძიებაში ხელის შეშლას პირდებოდა. როგორც ლუცენკომ ბრიუსელში ვიზიტისას „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განმარტა, გამოძიებამ ზუსტად იცის, რომ კურჩენკოს ოფისიდან აქციების დასაფინანსებლად 200 ათასი ევრო გადარიცხეს.
„განიხილებოდა უკრაინის პარლამენტის შენობის დაკავება ეს ფული სააკაშვილის გარემოცვის წევრებმა მიიღეს. ეს არის ჩვენს მიერ დადგენილი ფაქტი. გამოძიება გრძელდება და არ არის იოლი. თუმცა პირველი სიგნალი უკვე გვაქვს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფარულ ჩანაწერში სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი ავთენტურია, რა მოხდება შემდგომ, ეს დამოკიდებულია პროკურორზე, შემდეგ კი, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე”, – აცხადებს ლუცენკო.