მიხეილ სააკაშვილის, უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გამგზავრებას კანონიერად აფასებს უკრაინის რადას დეპუტატი.
საქართველოში ევრონესტის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი პოროშენკოს პარტიის წევრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკშვილის დეპორტაცია ლოგიკური იყო და ძალის გამოყენების მიუხედავად ნორმების დაცვით განხორციელდა.
,,გუშინ კიევში აბსოლუტურად კანონიერი პროცედურა განხორციელდა, რადგან ბატონი სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვა ყველა სასამართლო ინსტანციაში ეცადა.
“სააპელაციო სასამართლომაც ვერ იპოვა კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა გაეგრძელებინა. მან გაარღვია საზღვარი უკრაინასა და პოლონეთს შორის და ლოგიკურია, რომ სასაზღვრო სამსახურმა ის ძალის გამოყენებით პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევა,“-აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი დმიტრო ლუბინეცი.