საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ იყოს სამართლიანი პროცესი და იყოს ეს პროცესი ზედმიწევნით დაცული. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის მიმართ უნდა იყოს და არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე, ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ იგი განვითარდეს და გახდეს ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ქვეყანა და მან თავისი რესურსები მიმართოს სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ, ხოლო სხვა კუთხით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
კომენტარები