თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გათავისუფლდება თუ არა მერიიდან ვინმე იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე იქნება საუბარი.
“მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ მომავალშიც მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები