საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
გიორგი კვირიკაშვილი კასპის მუნიციპალიტეტში, გენერლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა, რისი ამსახველი ფოტოებიც პრემიერის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის, საქართველოს გენერლის – გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. 97 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან…” – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.
კომენტარები