პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება” დახურულ სხდომას მართავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, დღეს იმართება შეხვედრა ფრაქციის ფორმატში. მისივე თქმით, საკითხი სივრცით მოწყობას ეხება.
“ეს არის საკითხი, რომელიც ჯერ პარლამენტშიც კი არ არის ინიცირებული. ეს არის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ბატონი ზაზა გაბუნია წარმოადგენს მოკლედ ამ ინიციატივის შინაარსს. როდესაც ეს საკითხი დამუშავდება და მისი ინიცირება მოხდება, დეტალებზე შემდგომში ვისუბრებთ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, სივრცით მოწყობასთან მიმართებაში არის გარკვეული საკითხები, რომელიც საჭიროებს რეგულაციას, ცვლილებას.
კომენტარები