ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა წარმოადგენდეს. კანონის წინაშე ჩვენ ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. მე, რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ადამიანების ადგილი ჩვენთან არ არის, ვისაც რაიმე გადაცდომა ექნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები