უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს.
პოლიტიკოსის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ინტერესები დაცული იყოს.
“ქართული ოცნება” არ არის წარმოდგენილი ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობით. იქ განვითარებული მოვლენები აფერხებს მუნიციპალიტეტში მუშაობას, შესაბამისად ირღვევა ადგილობრივების უფლებები და ფერხდება მოქალაქეების ინტერესები. მოვუწოდებ საკრებულოს დეპუტატებს დასხდნენ და აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა არ დაზარალდეს მოსახლეობა. მიმდინარე მოვლენებზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა ეკისრებათ “ნაციონალური მოძრაობის წევრებს”, რადგან მათი ინტერესები არა მორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების კეთილდრეობა არამედ პირადი, ვიქრო პოლიტიკური ინტერესებია”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
”მიმდინარე მოვლენებზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა ეკისრებათ “ნაციონალური მოძრაობის წევრებს”
2018/03/01 21:11:08
ნანახია: 868 ჯერ