საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირას საპარლამენტო სესიაზე ძალიან პრინციპულ რეზოლუციაზე იმსჯელებენ, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმეს შეეხება.
,,ჩვენ ამ კვირაში სესიაზე გავიტანთ რეზოლუციას, რომელიც ძალიან პრინციპულია. ამ რეზოლუციაში გაკეთებულია მკაცრი შეფასებები როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში კონკრეტული მოთხოვნებია, რომელიც ეხება ცხედრის გადმოცემის, გამოძიების ჩატარების და საერთაშორისო მონიტორინგის საკითხს. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან, რადგან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კომენტარები