პირველ რიგში, საჭიროა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლედ დროში ოჯახს გადმოეცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცეს და მოგვეცეს შესაძლებლობა ჩვენი თანამემამულე ღირსეულად მივაბაროთ მიწას. ამ მომენტისთვის ამასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ხელოვნურად იქმნება ბარიერი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
კომენტარები