ბრიუსელში ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში გამართა. შეხვედრებზე კი არჩილ ტატუნაშვილის საქმე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო.
„ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რომლებსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ უშვებენ. ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ აი, ამ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი – ბრიუსელში ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა
2018/03/09 19:52:43
ნანახია: 922 ჯერ