ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დაშავებულს ტრავმები თავის არეში აქვს მიყენებული.
ასევე, სტაბილურად მძიმეა 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. იგი დედათა და ბავშთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
კომენტარები
